1975 წლის 20 მაისს 22 წლის ჯუდით ლორდი, კონკორდში, საკუთარ ბინაში, სადაც რამდენიმე თვის გადასული იყო, გარდაცვლილი იპოვეს.
შენობის მენეჯერმა, რომელმაც ქალს გადასახდელი ქირის გამო მიაკითხა ლორდი საწოლში მკვდარი აღმოაჩინა, მეორე ოთახში იყო მისი 20 თვის შვილიც, საბედნიეროდ უვნებელი.

არეული ოთახი ძალადობაზე მიანიშნებდა, ხოლო საწოლის და გარდაცვლილის სხეულის კვლევამ სექსუალური ძალადობაც დაადასტურა.

"იმ დროისთვის თმის მიკროსკოპული ანალიზის მეთოდმა არასწორი დასკვნა გამოიტანა, თითქოს საწოლზე აღმოჩენილი თმა, არა ეჭვმიტანილს არამედ სხვა მამაკაცს ეკუთვნოდა“ - წერია ამჟამად გამოქვეყნებულ ახალ დასკვნაში.

მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მტკიცებულებები გეიბლზე მიუთითებდა და მოწმეებიც აცხადებდნენ, რომ ჯუდითს ძალიან ეშინოდა როგორც თავის ქმრის, ასევე მეზობლად მცხოვრები აფროამერიკელი მამაკაცისა, რომელმაც ქალს რამდენჯერმე განუცხადა რომ “სურდა შიშველი დაენახა“ ერნესტ თეოდორი ოფიციალურად არასდროს დაუდანაშაულებიათ.
გამოძიებამ მთავარ ეჭვმიტანილად ჯუდით ლორდის ქმარი, გრეგორი დაასახელა, მან მკვლელობამდე 16 დღით ადრე, საკუთარ ცოლზე იძალადა, ამის გამო დააპატიმრეს, ბრალიც აღიარა და 100 დოლარიანი ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ გრეგორის ალიბი მისმა ძმამ და ბებიამ დაადასტურეს, რის შემდეგაც იგი გამოძიების პროცესის მიღმა აღმოჩნდა.

ერნესტ თეოდორ გეიბლის ცოლის თქმით, ის სახლში შუაღამისას დაბრუნდა და რამდენიმე წუთში ლორდის ბინიდან შხაპის ხმა გაიგონა. მეზობლებმაც გაიხსენეს, რომ დაახლოებით 00:50 საათზე მსხვერპლის ბინიდან ჩახშობილი ყვირილის და კვნესის მსგავს ხმას მოჰკრეს ყური. მათი განცხადებით ერნესტ თეოდორი მუდმივად ჯუდითის კარის ან ფანჯრის სიახლოვეს ტრიალებდა და ქალს აწუხებდა.
მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ გეიბლი საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა, სადაც 1987 წლის 1 თებერვალს უცნობ გარემოებებში დანით მოკლეს. პროკურორის განცხადებით თუ ის დღეს ცოცხალი იქნებოდა, გეიბლს ბრალის პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენებდნენ.