ავტორი:

ცეცხლში გახვეული კორპუსები, დაღუპულები და ევაკუირებულები - ბოლო ცნობები და ფოტოები ჰონგ-კონგიდან, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

ცეცხლში გახვეული კორპუსები, დაღუპულები და ევაკუირებულები - ბოლო ცნობები და ფოტოები ჰონგ-კონგიდან, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

ოფიციალური მონაცემებით ჰონგ-კონგში, ტაი პოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ერთი მეხანძრეა.

ამ დროისთვის სტიქიასთან საბრძოლველად 700 ზე მეტი მეხანძრე იქნა მობილიზებული.

"დაზარალებული მაცხოვრებლებისთვის ადგილობრივი საზოგადოებრივი დარბაზები გაიხსნა, თუმცა ხანძრის კერასთან სიახლოვის გამო რამდენიმე შენობის ევაკუირება გახდა საჭირო" - განაცხადა ტაი პოს რაიონის საბჭოს წევრმა ლი მან-კიტმ.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით მათ უამრავი ადამიანი მიმართავს, რომლებიც ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

მასშტაბური ხანძარი ჰონგ-კონგის ტაი პოს რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 14:51 საათზე გაჩნდა, კომპლექსი რვა მრავალსართულიანი კორპუსისგან შედგება, რომელთაგან თითოეული 31-სართულიან შენობას წარმოადგენს. ოფიციალური მონაცემებით ის 1984 ბინას მოიცავდა და 4600 მაცხოვრებელზე იყო გათვლილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსები რემონტის პროცესში იყო, რის გამოც შენობების გარე ნაწილი ბამბუკის ხარაჩოებით იყო დაფარული. სავარაუდოდ ცეცხლი ასე სწრაფად სწორედ ამ ბამბუკის ხარაჩოების წყალობით გავრცელდა.

წაიკითხეთ ასევე: