ავტორი:

რენუარის აქამდე უცნობი ტილო, რომელზეც მისი ვაჟია დახატული, აუქციონზე 1.8 მილიონ ევროდ გაიყიდა

რენუარის აქამდე უცნობი ტილო, რომელზეც მისი ვაჟია დახატული, აუქციონზე 1.8 მილიონ ევროდ გაიყიდა

ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის, პიერ-ოგუსტ რენუარის აქამდე უცნობი ნამუშევარი, რომელზეც მისი შვილი ჟანია ასახული, პარიზის აუქციონზე 1.8 მილიონ ევროდ გაიყიდა.

  • ზეთის საღებავებით შესრულებული ტილო L’enfant et ses jouets – Gabrielle et le fils de l’artiste, Jean (“ბავშვი და მისი სათამაშოები – გაბრიელი და მხატვრის შვილი, ჟანი“) — არასოდეს ყოფილა გამოფენილი ან გაყიდული.

ნამუშევარი ჟან ბოდოს , ჟანის ნათლიას, რენუარის მეგობარსა და მოსწავლეს ეკუთვნოდა, რომელმაც შემდგომში იგი თავის მემკვიდრეებს დაუტოვა.

ითვლება, რომ ტილო 1910 წლამდე არის შექმნილი. მასზე მხატვრის მეორე ვაჟი, მოგვიანებით უკვე ოსკაროსანი რეჟისორი და მისი ძიძა არიან გამოსახული.

სპეციალისტების განცხადებით ტილო “გამორჩეული მდგომარეობაშია და რესტავრაციის არანაირი კვალი არ აღენიშნება“.

წყარო