ავტორი:

ტრაგედია სანაპიროზე - წყვილს გიგანტური ზვიგენი დაესხა თავს, დაიღუპა 20 წლამდე ქალი: რას წერს ავსტრალიური მედია

ტრაგედია სანაპიროზე - წყვილს გიგანტური ზვიგენი დაესხა თავს, დაიღუპა 20 წლამდე ქალი: რას წერს ავსტრალიური მედია

ავსტრალიის შტატ ახალი სამხრეთ უელსის სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. ცურვის დროს ზვიგენის თავდასხმის შედეგად ქალი დაიღუპა, ხოლო მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

  • პოლიციის ცნობით, ქალი სავარაუდოდ 20 წლის იყო, ის ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მამაკაცი, რომელიც ასევე სავარაუდოდ 20 წლის იყო, კრიტიკულ მდგომარეობაში ნიუკასლის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

წყვილს სავარაუდოდ “დიდ ხარისებრი ზვიგენი“ დაესხა თავს.

ავსტრალიის მუზეუმის ცნობით, ზვიგენის ეს სახეობა როგორც მტკნარ, ასევე მარილიან წყალში ბინადრობენ, ის „ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ზვიგენებს შორის, რომლებიც პოტენციურად საშიშია ადამიანისთვის“.

საერთაშორისო ზვიგენის თავდასხმების მონაცემთა არქივის თანახმად, “დიდ ხარისებრი ზვიგენი“ მესამე ყველაზე მომაკვდინებელი ზვიგენის სახეობაა.

პლაჟი ამჟამად დაკეტილია და აღჭურვილია „ჭკვიანი“ სათევზაო აღჭურვილობით, რომელიც ზვიგენებს სატყუარა კაუჭებით იზიდავს, რათა მათი მონიშვნა და გაშვება შესაძლებელი იყოს.

Surf Life Saving NSW-მა განაცხადა, რომ ახლომდებარე პლაჟებიც 24 საათის განმავლობაში დაიკეტება.

ეს წელს ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმის მეხუთე შემთხვევაა.

წყარო

იხილეთ ასევე: