ავტორი:

ყველაზე ნაზი ნამცხვრები ახალი წლის სუფრისთვის!

ყველაზე ნაზი ნამცხვრები ახალი წლის სუფრისთვის!

2026 ცხენის წელია - ენერგიული, ბედნიერი და წარმატებაზე ორიენტირებული პერიოდი, რომელიც შემოსვლის დროს ხმაურსა და თბილ ოჯახურ დახვედრას მოითხოვს. რა არის შობა-ახალი წლის სუფრა დესერტების გარეშე? ტკბილი არომატი, სანელებლების გემო და ბისკვიტის ნაზი ტექსტურა მომენტალურად ქმნის დღესასწაულის განწყობას. გთავაზობთ სამ განსხვავებულ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ ნამცხვრის რეცეპტს, რომლებსაც წლების განმავლობაში სპეციალურად შობა-ახალი წლის დღესასწაულებისთვის ამზადებენ.

საშობაო ტრადიციული ინგლისური კექსი ჩირით და თხილეულით

ეს რეცეპტი გარდა იმისა, რომ ღვთაებრივად გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. ისევე როგორც თავად დღესასწაულის განწყობა! თხილით და ჩირით სავსე საოცარი კექსი, ძალიან სურნელოვანი, უჩვეულო და განსხვავებულია. სასურველია გამოაცხოთ დღესასწაულამდე 3-5 დღით ადრე, რათა გემოები კარგად გაუჯდეს.

ინგლისური კექსის მზადების პროცესი იწყება 1 კვირით ადრე. ჩირი უნდა ჩაალბოთ რომში. რაც მეტი სახეობის ჩირი გექნებათ, მით უფრო საინტერესო და ფერადი გამოვა კექსი!

ინგრედიენტები:

· ჩირი - 650 გ. (გარგარი, ქლიავი, ქიშმიში, ანანასი, მანგო, მოცვი, ალუბალი და სხვ.)

· თხილი - 150 გ. (თხილი, ნუში, ქეშიუ)

· ფქვილი - 250 გ.

· ყავისფერი შაქარი - 250 გ.

· „დღის“ ნაღების კარაქი (82,5%-იანი) - 250 გ.

· კვერცხი - 4 ც.

· თაფლი - 1 ს.კ.

· გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ.

· 1 ფორთოხლის ცედრა

· ჯანჯაფილი -1 ჩ/კ

· დარიჩინი - 1/2 ჩ.კ

· მუსკატის კაკალი, მიხაკი, მარილი - თითო მწიკვი

· რომი ან კონიაკი

მომზადების წესი:

· ჩირს გადაუწურეთ რომი და დაჭერით მომცრო ნაჭრებად (ძალიან არ დაკეპოთ). თხილიც დაჭერით მსხვილად.

· შეარჩიეთ კარაქი, რომელიც კარგია ცხობისთვისაც, იდეალურია „დღის“ 82,5%-იანი ნაღების კარაქი. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაუმატეთ თაფლი, სათითაოდ კვერცხები და ყოველ ჯერზე თქვიფეთ.

· გაცერით ფქვილი, დაამატეთ სანელებლები, გამაფხვიერებელი. ცომს დაუმატეთ ჩირი, ფორთოხლის ცედრა, თხილეული. ყველაფერი კარგად აურიეთ.

· საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და გადაიტანეთ ცომი.

· შედგით 140°-მდე გახურებულ ღუმელში 2 საათის განმავლობაში. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 130 °-მდე და გამოაცხვეთ კიდევ ერთი საათის განმავლობაში.

· შემდეგ გადააფარეთ ალუმინის ქაღალდი. გამოცხობის შემდეგ ნამცხვარი ბოლომდე უნდა გაცივდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

· გააფორმეთ სურვილისამებრ: კენკრით და თეთრი შოკოლადის მინანქრით (თეთრი შოკოლადის ფილა გაადნეთ და მოასხით ნამცხვარს ზემოდან).

„საახალწლო ტყე“

ეს ულამაზესი ნამცხვარი მზადდება რულეტით, თეთრი კრემითა და მუქი შოკოლადის “ფიჭვის ქერქის” დახვეწილი დეკორით. ნამდვილად შთამბეჭდავი დესერტია საახალწლოდ.

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

· შავი შოკოლადი, მსხვილად დატეხილი 250 გ

· კვერცხი 8 ც.

· შაქარი 250 გ.

· მარილი 1/4 ჩაის კოვზი

კრემი:

· „დღის“ რძე 2,5%-იანი - 1 ლიტრი

· 4 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი (ან ფქვილი, მაგრამ სახამებლით უფრო ნაზი გამოდის)

· 150 გრამი შაქარი

· 2 კვერცხის გული

· 50 გრამი „დღის“ ნაღების კარაქი (82,5%-იანი)

· 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ან ვანილის შაქარი)

შოკოლადის გარსი მოსართავად:

· 200 გ მუქი შოკოლადი (70%+)

· 1 ჩ/კ კარაქი (სურვილის მიხედვით - უფრო ელასტიკური ტექსტურისთვის)

· 1 ჩ/2 ჩ/კ მცირედი ზეთი (თუ გინდათ ზედაპირი არ დაიბზაროს)

მომზადების წესი:

· მოამზადეთ ცომი: გააცხელეთ ღუმელი 180 C გრადუსზე. 25×25 სმ ზომის საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი ან ზეთი.

· შოკოლადი გაადნეთ და გააგრილეთ. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ გამდნარი შოკოლადი. პარალელურად, გამკვრივებამდე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. დაუმატეთ მარილი და შეურიეთ შოკოლადის მასას.

· ცომი საცხობ სინზე გადაიტანეთ და შპატულით გაათანაბრეთ. აცხვეთ 20-25 წუთი, სანამ ცომი ელასტიკური არ გახდება. გააგრილეთ 5 წუთი.

· მოამზადეთ კრემი: ქვაბში ჩაასხით 800 მლ „დღის“ 2,5%-იანი რძე და დადგით საშუალო ცეცხლზე.

· ცალკე ჯამში აურიეთ დარჩენილი 200 მლ რძე, სახამებელი, კვერცხის გულები და შაქარი, სანამ მასა ერთგვაროვანი გახდება.

· როცა ქვაბში რძე ოდნავ დაიწყებს გაცხელებას (მაგრამ არ დუღს), ნელ-ნელა ჩაასხით მომზადებული ნარევი და მუდმივად ურიეთ, რომ არ აიჭრას. გააგრძელეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, სანამ კრემი გასქელდება.

· გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ „დღის“ კარაქი და ვანილი. გააგრილეთ. შემდეგ კარგად ათქვიფეთ მიქსერით, სანამ კრემი გახდება გლუვი და ნაზი. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე.

· რულეტის აწყობა: მაგიდაზე გაშალეთ სამზარეულოს პირსახოცი. ზემოდან დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

· გადაიტანეთ გამომცხვარი რულეტის ბისკვიტი და ხრაშუნა გვერდები ჩამოაჭერით.

· წაუსვით კრემი და სამზარეულოს პირსახოცის დახმარებით გადაახვიეთ რულეტად.

· ამოატრიალეთ და დადეთ ლანგარზე (შეგიძლიათ მიიტანოთ სუფრაზე დაწვენილი სახითაც).

· მორთვა: დატეხეთ შოკოლადი პატარა ნაჭრებად; გაადნეთ ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში; დაუმატეთ კარაქი და ნაზად აურიეთ, რომ გახდეს გლუვი მასა.

· ქერქის ფორმირება: აიღეთ ბრტყელი, გაცივებული ზედაპირი. დააფარეთ პერგამენტი.

· შოკოლადი დაასხით და გაასწორეთ შპატულის დახმარებით. გრძელი, არათანაბარი, ტალღოვანი მოძრაობებით, რომ ხაზები მიიღოთ, რომლებიც ქერქს ჰგავს.

· შედგით მაცივარში 10–15 წუთით ან 5 წუთით საყინულეში. გაშრობის შემდეგ, შეგიძლიათ გრძელი, თხელი ნაჭრებიც მიიღოთ და პატარა „ქერქის“ ხვეულებიც. ბრტყელი დანის პირით ან საკონდიტრო შპატულით ფრთხილად ააცალეთ, რომ პროცესის დროს დაიხვეს.

· რულეტზე წაუსვით შოკოლადის კრემის თხელი ფენა, რომ ქერქი კარგად მიეკრას. შემდეგ მიამაგრეთ შოკოლადის ნაჭრები სხვადასხვა მიმართულებით -ზუსტად ფიჭვის ქერქივით.

NS