ინდონეზიის ქალაქ სუმატრას ტროპიკულ ტყეში მეცნიერების ჯგუფი ნამდვილი “სასწაულის“ მომსწრე აღმოჩნდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ, კრის ტოროგუდმა და ბიოლოგმა სეპტიან ანდრიკმა 13 წლიანი ძებნის შემდეგ წარმოუდგენლად იშვიათ ყვავილს მიაგნეს.
ვიდეო კრის ტოროგუდმა გადაიღო, სადაც ჩანს, რომ ბიოლოგი სიხარულისგან ატირდა და თვალებს არ უჯერებდა - მის წინ შხამიანი პარაზიტი-ყვავილი რაფლეზია (Rafflesia hasseltii) იყო გადაშლილი.
„ასეთი მომენტები უბრალოდ საოცარია, მოგზაურობა რთული იყო და ყვავილი იმდენად განსაკუთრებული, რომ ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით,“.- განუცხადა The Post-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა კრის ტოროგუდმა.
ბოტანიკოსმა The Post-ს განუცხადა, რომ “ყვავილის სხვა პლანეტიდან გამოგზავნილ სხეულს ჰგავდა“. მომენტი განსაკუთრებული გახადა რაფლეზიის ხანმოკლე ყვავილობის ციკლმა.
“კვირტის განვითარებას ცხრა თვემდე სჭირდება და ის მხოლოდ რამდენიმე დღე იხსნება, ეს ყველაფერი კი ჩვენს თვალწინ მოხდა,“ - განაცხადა მეცნიერმა.
რაფლეზია სრულიად პარაზიტული მცენარეა, რომელიც მიწის ზემოთ მხოლოდ ყვავილობისთვის ამოდის. ის ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა - სიგანეში 1 მეტრამდე იზრდება და წონა 6 კილოგრამზე მეტს შეადგენს.
უიშვიათესი ყვავილი-პარაზიტი შხამიანია, ის ღამით იშლება და გვამის სუნი ასდის, რითაც მწერებს იზიდავს. სწორედ ამით იკვებება ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ყვავილი.
იხილეთ ასევე: