სამშაბათს, იტალიის პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის შესახებ ცალკე მუხლის - ქალის გენდერული მოტივით მკვლელობის - შეტანაზე. ეს დანაშაული სამუდამო პატიმრობით დაისჯება.
იტალიის პოლიციის ცნობით, გასულ წელს ქალის 116 მკვლელობიდან 106, სავარაუდოდ, გენდერული ნიშნით იყო მოტივირებული.
"ფემიციდი ცალკე კლასიფიცირდება, ის რეალურ კონტექსტში იქნება შესწავლილი, კონცეფცია იარსებებს“, - განაცხადა ახალი კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, მოსამართლე პაოლა დი ნიკოლამ.

ახალი კანონი იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ წამოიწყო და მას მხარი როგორც მისივე ულტრამემარჯვენე მთავრობამ, ასევე ოპოზიციონერმა კანონმდებლებმაც დაუჭირეს. იტალიური მედიის ცნობით, კანონპროექტი ერთხმად დამტკიცდა ხანგრძლივი საპარლამენტო სესიის დროს. ბევრი მათგანი, ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, სესიას წითელი ლენტებითა და წითელი ქურთუკებითაც კი დაესწრო.
2024 წლის დეკემბერში ტურეტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
ფემიციდის შემთხვევები ხშირად შუქდება იტალიურ პრესაში, თუმცა ჯულია ჩეკეტინის ისტორიამ განსაკუთრებული ყურადღება მისი დის, ელენას, ემოციური გამოსვლის შემდეგ მიიპყრო, რომელმაც განაცხადა, რომ ფილიპო ტურეტი არ იყო „ურჩხული, არამედ პატრიარქალური საზოგადოების ჩვეულებრივი შვილი“.