ავტორი:

შეადგინე კანის მოვლის რუტინა პრემიუმ ბრენდებით ყველაზე დაბალ ფასად  - Black Friday PSP-ში

შეადგინე კანის მოვლის რუტინა პრემიუმ ბრენდებით ყველაზე დაბალ ფასად  - Black Friday PSP-ში
  • 50%-დან 80%-მდე ფასდაკლება პრემიუმ ბრენდებზე - PSP-ში Black Friday-ს კვირეული დაიწყო

PSP-ში Black Friday დაიწყო - მხოლოდ ერთი კვირით ისარგებლეთ 50%-დან 80%-მდე ფასდაკლებით თავის მოვლის პრემიუმ ბრენდებზე და დასაჩუქრდით.

დიდი ფასდაკლება გელოდებათ ისეთ წამყვან ბრენდებზე, როგორიცაა: „კოდალი“, „ესტედერმი“, „მარტიდერმი“, „მიზონი“, „დერმიფარმი“ და „ვილაჯ11“.

Black Friday-ს შეთავაზებები საშუალებას მოგცემთ, მოიმარაგოთ ყველაფერი, რაც აქამდე გსურდათ, გააუმჯობესოთ თქვენი თავის მოვლის რუტინა ან შეიძინოთ საუკეთესო საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის.

გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს პრემიუმ ბრენდებისგან, რომელიც როგორც აფთიაქებში, ასევე ონლაინ, საუკეთესო ფასად არის წარმოდგენილი:

ფრანგული პრემიუმ ბრენდის „კოდალის“ ტონერი Vinopure რეკომენდებულია ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი ყურძნის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს სახის კანს, პოლიფენოლი არეგულირებს ცხიმის სინთეზს, ებრძვის შავი წერტილების წარმოქმნას, ექვი ეთერზეთი ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით, სალიცილის მჟავა ავიწროებს ფორებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

„კოდალი“ ცნობილია თავისი ბუნებრივი შემადგენლობით. შესაბამისად, ტონერი არ შეიცავს ალკოჰოლს, საპონს, პარაბენებს, კონსერვანტებსა და არომატიზატორებს. რაც მთავარია, იდეალურია აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვის, რადგან არის არაკომედოგენური და არ ახშობს ფორებს.

„ესტედერმი“ კიდევ ერთი პრემიუმ კლასის ფრანგული ბრენდია, რომლის ფორმულებიც მაღალი ეფექტიანობით ხასიათდება.

კონცენტრირებული ღამის შრატი რეტინოლით შესამჩნევად ანელებს დაბერების პროცესს, ათანაბრებს კანის ტექსტურას და ნაკლებად ხილვადს ხდის ნაოჭებს, ებრძვის წვრილი ხაზების წარმოქმნას და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.

ეფექტს პროდუქტის გამოყენებიდან მალევე შეამჩნევთ.

„მარტიდერმი“ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდია, რომლის პროდუქციის ეფექტიანობაც კვლევებით არის დადასტურებული. მოვლის საშუალებები არ შეიცავს ისეთ ეთერზეთებსა და დანამატებს, რომელიც კანის გამოშრობას და ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

Hyal Shot - კონცენტრირებული შრატი აერთიანებს ორი აქტიური ინგრედიენტის, ჰიალურონის მჟავისა და პროტეუმ 89+-ის მაღალ კონცენტრაციას, რაც მყისიერად უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას და ამცირებს დაბერების ნიშნებს.

კორეული თავის მოვლის ბრენდის, „მიზონის“ კოლაგენის კრემი რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის უკვე არსებული ნაოჭების ხილვადობის შესამცირებლად და პრევენციისთვის. კრემში გამოყენებული კოლაგენი მიღებულია ზღვის ღრმა წყლებში მობინადრე თევზის ფარფლისგან, რომელიც შემადგენლობით ძალიან ჰგავს ადამიანის კანის კოლაგენს.

სახის კრემი ამდიდრებს კანს მინერალებითა და ვიტამინებით, აქვს ლიფტინგისა და დატენიანების ეფექტი. მსუბუქი ტექსტურის გამო იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

დერმიფარმის პროდუქტები შექმნილია კანის მოვლის კორეული ფილოსოფიით და დაფუძნებულია ისეთ ინგრედიენტებზე, რომელიც დაბერების პრევენციას უზრუნველყოფს.

დერმიფარმის შავი წრეების მსუბუქი და კომფორტული კრემი იდეალურია ყველა ტიპის კანისთვის. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ეტაპობრივად აქრობს სიშავეს.

მზისგან დამცავი კანის მოვლის რუტინის მთავარი პროდუქტია, რომელიც ანელებს დაბერებას და რაც მთავარია, დიდ როლს ასრულებს დაავადებების პრევენციაში.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენი დილის რუტინა მზისგან დამცავით დავასრულოთ, იქნება ეს სტიკის. კრემის თუ ფლუიდის ფორმის.

კორეული ბრენდის, „ვილაჯ11-ის“ მზისგან დამცავი სტიკი 50-იანი ფაქტორით კომფორტულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ღია ცის ქვეშ დიდ დროის გატარება უწევს. პროდუქტი შეიცავს მაღალი ხარისხის მზისგან დამცავ ინგრედიენტებს, აქვს ნაზი ტექსტურა, რომელიც კომფორტულად ერწყმის კანს და არ ტოვებს ლაქებს.

Black Friday-ს ფასდაკლებით მეტი პროდუქტის აღმოსაჩენად მიჰყევით ბმულს PSP-ს ვებგვერდზე.

R