ახალი სახეობის აღმოჩენა ყოველდღე არ ხდება და თუკი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, საზოგადოება აუცილებლად ინტერესდება სიახლით.
სიცოცხლის ფორმის ერთ-ერთი ახალი სახეობა სამხრეთ საქართველოში, დიდი აბულის მთაზე არსებულ ჩამქრალ ვულკანზე მოხდა. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, არმენ სეროფიანი და ლევან მუმლაძე „Caucasusana“-თან საუბრობენ. პუბლიკაცია 2024 წლით თარიღდება, თუმცა აქტუალურობას არ კარგავს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ ვულკანთან კიბორჩხალა-ობობა ახალი სახეობა Psammitis abuliensis-ი აღმოაჩინეს.
“ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ობობა ძალიან ჰგავს Psammitis-ის გვარის ორ სხვა კიბორჩხალა-ობობა: ერთი საქართველოდანაა (Psammitis sabulosus) და მეორე თურქეთიდან (Psammitis demirsoyi). თუმცა, ახალი სახეობა ახლო ნათესავებისგან გამოირჩევა გენეტიკით, შეფერილობითა და სასქესო ორგანოების ფორმით,“ - წერს forbes.
კიბორჩხალა - ობობა გვარი Psammitis, მოიცავს 30-ზე მეტ სახეობას, რომლებიც მსოფლიოში გვხვდება. მაგალითად, Psammitis bonneti, რომელიც პირველად 1938 წელს იქნა აღწერილი, საფრანგეთიდან რუსეთამდე გვხვდება, ხოლო Psammitis labradorensis ჩრდილოეთ ამერიკასა და გრენლანდიაში.
ავტორები იუწყებიან, რომ მათ მიერ შეგროვებული ახალი სახეობის ორი ობობა კლდეების ქვეშ, მცირე კავკასიონის მთების უმაღლეს მთაზე აღმოაჩინეს. ობობები დაახლოებით შვიდი მილიმეტრის სიგრძის იყვნენ, მუქი ყავისფერი და ყვითელი ფერის ნახაზები აღენიშნებოდათ.
ასევე შესამჩნევი ეკლები ჰქონდათ ფეხებზე.
„საქართველოს შორეული, ცუდად შესწავლილი და მიუწვდომელი ტერიტორიების შესწავლამ შესაძლოა მეტი ახალი სახეობის აღმოჩენები მოგვცეს,“ - აცხადებენ ავტორები.
ახალი სახეობის ქცევითი მახასიათებლების გასაგებად დამატებითი კვლევაა საჭირო, თუმცა სავარაუდოა, რომ კიბორჩხალა ობობის ეს ახალი სახეობა ქსელებს არ ქსოვს.
ზოგადად ობობა-კიბორჩხალები არ ქსოვენ ქსელებს, როგორც ობობების სხვა მრავალი სახეობა. ისინი ჩასაფრებული მონადირეები არიან და მსხვერპლის დასაჭერად ინიღბებიან.
სავარაუდოდ ახალი სახეობა შხამიანია, თუმცა ადამიანისთვის საშიში არ არის.
ამ სახეობას „კიბორჩხალას ობობებს“ კიბორჩხალებთან მსგავსების გამო უწოდებენ. ეს არის სხეულის ფორმა, ფეხების პოზიცია, მოძრაობა, ქცევა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ კიბორჩხალების გარკვეული მახასიათებლები აქვთ, ისინი განსხვავებული ორგანიზმები არიან, რომლებიც არაქნიდას კლასს მიეკუთვნებიან.
იხილეთ ასევე: