ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სწრაფად პროგრესირებადი მდგომარეობაა, რომელიც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად ვითარდება. ის გამოირჩევა მაღალი სიკვდილიანობითა და ინვალიდიზაციის რისკით, ამიტომ თითოეული წუთი, ფაქტობრივად, მილიონობით ნეირონის სიცოცხლეს განსაზღვრავს.
ინსულტის შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება, განსაკუთრებით - შედარებით ახალგაზრდებში: 20-54 წლის ასაკის მოსახლეობაში სიხშირემ უკვე 12.9%-დან 18.6%-მდე მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ დროული დიაგნოსტიკა და სწრაფი რეაგირება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
რატომ კავკასიის მედიცინის ცენტრი?
კავკასიის მედიცინის ცენტრის ინსულტის სპეციალიზებული მართვის ცენტრი 24/7 მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ პაციენტი ნებისმიერ მომენტში იღებს სწრაფ, კოორდინირებულ და მაღალკვალიფიციურ დახმარებას. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, ხოლო პროცედურებს ატარებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნევროლოგების, რადიოლოგების, რეანიმატოლოგებისა და ენდოვასკულარული სპეციალისტების გუნდი.
წლების განმავლობაში კლინიკა წარმატებით ახორციელებს როგორც ინტრავენურ თრომბოლიზისს, ასევე მექანიკურ თრომბექტომიას — იმ პროცედურებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო სტანდარტებად განისაზღვრება .
როგორ ვამჩნევთ ინსულტს — პირველი ნიშნები, რომელთა უგულებელყოფაც დაუშვებელია!
ინსულტის ყველაზე ხშირი და სახიფათო სიმპტომებია:
ინსულტი გადაუდებელი მდგომარეობაა — დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას!
ინსულტის თანამედროვე მკურნალობა: რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი
ინტრავენური თრომბოლიზისი
„თრომბის დამშლელი თერაპია“ — სისხლძარღვის დახშობას შეწყვეტს მედიკამენტურად.დროის ფანჯარა: 4.5 საათი სიმპტომების დაწყებიდან.
მექანიკური თრომბექტომია
ენდოვასკულური პროცედურა, რომელიც დიდი არტერიის ოკლუზიის დროს თრომბს მექანიკურად აშორებს.დროის ფანჯარა: 0–6 საათი; 6–24 საათი — სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ორივე პროცედურა მრავალწლიანი პრაქტიკით წარმატებით ტარდება.
მულტიდისციპლინური მიდგომა — წარმატებული რეაბილიტაციის გასაღები
ინსულტის მართვა მხოლოდ მწვავე ფაზის მკურნალობა არ არის — ის მოითხოვს მონიტორინგს დინამიკაში, სპეციალიზირებულ მართვას და გუნდურ მუშაობას.
ცენტრი უზრუნველყოფს:
ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სიკვდილიანობის რისკის შემცირებას და ინვალიდიზაციის მაღალი ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებას.
სტატიის ავტორი: ია რუხაძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის ნევროლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი
R