მკვლევრები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო პოპულარულია სოლო შემსრულებელი, მით უფრო იზრდება ნაადრევი სიკვდილის რისკი.
გერმანიის ვიტენ-ჰერდეკეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და დიაგნოსტიკის პროფესორის მაიკლ დუფნერის თქმით, რომელიც კვლევის წამყვანი ავტორიც არის, პოპულარობა მომღერლის სიცოცხლეს სშუალოდ 4.6 წლით ამცირებს.
“ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან მომღერლების ანალიზმა აჩვენა, რომ პოპულარულები საშუალოდ ხუთი წლით ადრე გარდაიცვალნენ, ვიდრე ნაკლებად ცნობილი მომღერლები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავარი ფაქტორი თავად პოპულარობა იყო და არა ცხოვრების წესი და სამუშაო მოთხოვნები.
ანალიზმა აჩვენა, რომ სოლო მომღერლები, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს, იმაზე ბევრად მეტს მუშაობენ, ვიდრე ცნობილი ჯგუფების ფრონტმენები. სავარაუდოდ ისინი უფრო დაუცველები იყვნენ, უფრო მეტ ზეწოლას განიცდიდნენ და ნაკლებ ემოციურ მხარდაჭერას იღებდნენ.
ეს შემაშფოთებელია, რადგან მიუთითებს, რომ ცნობილ მუსიკოსებს ნამდვილად ემუქრებათ ნაადრევი სიკვდილი“, - განაცხადა დუფნერმა.
დუფნერმა და მისმა კოლეგებმა შეარჩიეს 324 ცნობილი სოლისტი ან ვოკალისტი და შეადარეს ისინი იმავე ასაკის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობისა და მუსიკალური ჟანრის ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს.
მომღერლების უმეტესობა თეთრკანიანი როკერები იყვნენ შეერთებული შტატებიდან. 19% იყო შავკანიანი, ხოლო 16.5% - ქალი. ყველაზე უფროსი დაიბადა 1910 წელს, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა - 1975 წელს. მათგან ნახევარზე მეტი ჯგუფებში უკრავდა.
როდესაც მკვლევრებმა გააანალიზეს, თუ ვინ და რა ასაკში გარდაიცვალა, აშკარა ტენდენცია გამოიკვეთა: ცნობილი მომღერლები, როგორც წესი, 75 წლამდე ცოცხლობდნენ, ხოლო მათი ნაკლებად ცნობილი კოლეგები, საშუალოდ, 79 წლამდე.
იხილეთ ასევე: