ავტორი:

"ტრამპი საქართველოსთვის მხოლოდ მაშინ მოიცლის, როცა უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდება... ომის შედეგებით იმსჯელებს, როგორ დაალაგოს სიტუაცია ევრაზიის კონტინენტზე" - თორნიკე შარაშენიძე

"ტრამპი საქართველოსთვის მხოლოდ მაშინ მოიცლის, როცა უკრაინა-რუსეთის ომი დასრულდება... ომის შედეგებით იმსჯელებს, როგორ დაალაგოს სიტუაცია ევრაზიის კონტინენტზე" - თორნიკე შარაშენიძე

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაგეგმილი დიალოგის ჩაშლამ ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების მთელი სერია გამოკვეთა და ევროკავშირთან თანამშრომლობა უფრო დაძაბა. ამერიკასთან ურთიერთობა კვლავ გაურკვეველია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები უფრო თვალსაჩინო ხდება და შიდაპოლიტიკურ სივრცეში არსებული დაპირისპირებაც უკიდურეს ზღვარს აღწევს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის თორნიკე შარაშენიძის აზრით, ეს ყველაფერი ერთად ქმნის მძიმე სურათს.

- ვფიქრობ, მთავარი ბრალდება, რასაც საქართველოს დასავლეთი უყენებს და რის გამოც ბევრი სხვა გაუგებრობა ხდება, არა ლოგიკაზე, არამედ ემოციაზეა აგებული. დიდი ხანია საქართველოს რუსეთთან ფარულ ურთიერთობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ამ ბრალდებებს დღემდე არც ერთი ფაქტი არ ამყარებს. როცა რუსეთთან ურთიერთობა ისეთ ქვეყანას აქვს, როგორიც ჩინეთია, და მას ვერავინ ვერაფერს სთხოვს და ვერ აკონტროლებს, რა შედის ან გადის მისი საზღვრებიდან, როგორ შეიძლება წარმოიდგინო, რომ საქართველო, რომელსაც არც მასშტაბი აქვს, არც ასეთი შესაძლებლობები, თითქოს რუსეთის დახმარებაში იქნება მხილებული? ეს თეორიულადაც აბსურდია და პრაქტიკულადაც სრული სიგიჟეა. როცა რუსეთი იპყრობს შენს ტერიტორიას, როცა მისი სამხედრო ბაზა რამდენიმე კილომეტრში დგას დედაქალაქიდან, როცა ყოველდღიურად ცდილობს მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას, იმის თქმა, თითქოს საქართველო რუსეთს ეხმარება, არა უბრალოდ უსაფუძვლო, არამედ შეურაცხმყოფელი ბრალდებაა.

- ბოლო პერიოდში გავრცელდა სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სატრანზიტო გზით სანქციების გვერდის ავლაში.

- ეს სერიოზული ბრალდებაა და მისი დაკონკრეტება აუცილებელია. ნამდვილად გადის ჩვენი გზებით ყაზახეთისა და სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთები, მაგრამ ამაში რუსეთისთვის პირდაპირ დახმარებაზე საუბარი თეორიულადაც აბსურდია. არის შემთხვევები, როცა დასავლეთი ითხოვს კონკრეტული ტვირთების შეჩერებას და საქართველომ ასეთ შემთხვევაში მკაფიო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ ის წარმოდგენა, თითქოს საქართველო რუსეთს მანქანებს უგზავნის ან რაიმე დახმარებას უწევს, რეალობას არ შეესაბამება. რეგიონში დღეს ყველა ქვეყანა რაღაც ტვირთს ატარებს, მათ შორის თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაგრამ რატომღაც მხოლოდ საქართველოზე კეთდება მუდმივად აქცენტი.ცოტა ხნის წინ ჩაიშალა ბრიუსელში დაგეგმილი დიალოგი ადამიანის უფლებების საკითხებზე. რატომ მივედით აქამდე, ვინ გააუქმა შეხვედრა? როცა ბრიუსელი შეხვედრას რამდენიმე დღით ადრე აუქმებს, ეს ხომ შემთხვევითობა არ არის? ბრიუსელმა პირდაპირ აჩვენა, რომ იმ ფორმატში საუბარი აღარ სურს, რომელსაც თბილისი სთავაზობდა. ლოგიკურია, რომ ამას ხელისუფლების უკმაყოფილება მოჰყვა.

- ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, არის თუ არა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასავლეთთან, მათ შორის ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობის გამყარება?

- საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ევროკავშირისგან ყველაფერი მივიღეთ, რისი მიღებაც შეიძლებოდა, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა მათგან აღარაფერს მნიშვნელოვანს აღარ ელიან.

- უვიზო მიმოსვლა უკვე სათუოა...

- ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, ძირითადად, ხელისუფლების წევრებს ემუქრება. ისინი კი ამას დიდ ტრაგედიად არ განიხილავენ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის პოზიციებს დიდწილად არც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია იზიარებს. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ შესახებ ახლა დასავლეთში არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

- მაშინ რაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არა აქვს მიღებული ლეგიტიმაცია ვაშინგტონიდან?

- ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის ყურადღება ახლა ორად არის გაყოფილი: ერთი მხრივ, არის ჩინეთი, რომელიც მისი ყველაზე დიდი გლობალური გამოწვევაა, მეორე მხრივ, არის უკრაინის ომი, სადაც ყოველდღე იცვლება ვითარება...წაიკითხეთ სრულად