ავტორი:

ჰონგ-კონგის კოშმარი: ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანს მაშველები ჯერ ისევ ეძებენ

ჰონგ-კონგის კოშმარი: ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანს მაშველები ჯერ ისევ ეძებენ

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის ლიდერის, ჯონ ლის განცხადებით, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი "ფაქტობრივად, კონტროლის ქვეშ არის“.

"ადგილზე რთული პირობებია, თუმცა სამაშველო სამუშაოები არ შეჩერდება“, - განაცხადა ჯონ ლიმ.

ასევე, ლის ცნობით, მაშველებმა 55 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.

შეგახსენებთ, ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კომპლექს Wang Fuk Court-ში, რომლეიც 8 40-სართულიან კორპუსს და 2000-მდე ბინას მოიცავს, ხანძარი გუშინ გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა 7 კორპუსი.

იხილეთ ასევე: