ავტორი:

ავსტრიის ერთ-ერთ უდიდეს სათხილამურო კურორტზე ჩამოწოლილ ზვავში ადამიანები მოჰყვნენ - მიმდინარეობს სამძებრო - სამაშველო ოპერაცია

ავსტრიის ერთ-ერთ უდიდეს სათხილამურო კურორტზე ჩამოწოლილ ზვავში ადამიანები მოჰყვნენ - მიმდინარეობს სამძებრო - სამაშველო ოპერაცია

ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სათხილამურო კურორტზე მასშტაბური სამძებრო - სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მიზეზი, უზარმაზარი ზვავის მასაა, რომელიც დღეს დილით, დაახლოებით 9:30-ზე დაუნშარტეს უღელტეხილის მიდამოებში ჩამოიშალა და რამდენიმე მოთხილამურე ჩაიტანა. ჯერჯერობით გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამაღელვებელ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მოთხილამურეები გაექცნენ, ზვავის რომელიც სწრაფად ეშვება მყინვარის ფერდობზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა თოვლში ნაწილობრივ მოყოლილი, სულ მცირე, ცხრა ადამიანი უკვე გადაარჩინეს, სამი მათგან საავადმყოფოში ვერტმფრენით იქნა გადაყვანილი. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ოპერაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოთხილამურეების ნაწილმა ზვავის საწინააღმდეგო საჰაერო ბალიშების გააქტიურება მოასწრო, რამაც მათ გადარჩენაში დიდი როლი ითამაშა.

ინციდენტის დროს უღელტეხილზე ადამიანების რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა, სხვა შესაძლო მსხვერპლების მოსაძებნად ფართომასშტაბიანი საძიებო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

შტუბაის მყინვარი ავსტრიაში ყველაზე დიდ მყინვარის ტიპის სათხილამურო კურორტს წარმოადგენს. ის ინსბრუკიდან 50 წუთის სავალზე მდებარეობს, თავად სათხილამურო ტრასები კი ზღვის დონიდან 10 500 ფუტის სიმაღლეზე არის განლაგებული.

წყარო