ავტორი:

საშინელი მე-2 ტაიმი და მარცხი შინ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინასთან ანგარიშით 79:92 წააგო

საშინელი მე-2 ტაიმი და მარცხი შინ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უკრაინასთან ანგარიშით 79:92 წააგო

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 79:92 დამრცხდა.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი. მეტოქე ჯარიმებით დაიტვირთა, თუმცა პერიმეტრიდან კარგად ისროდნენ. ჩვენი გუნდიდან სანაძე გამოირჩეოდა და ნაკრებში დაბრუნებული 38 წლის მაკფადენი (ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის მენიორკაში ასპარეზობს) და პირველი მეოთხედი 23:15 მოვიგეთ.

უკრაინამ მეთოთხმეტე წუთზე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. შენგელიამ, რომელიც თბილისში ესპანეთიდან შეხვედრის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე ჩამოვიდა, 7 ქულა ჩააგდო, შერმადინმა, სანაძემ, მაკფადენმა (ორი სამიანი ჩააგდო) და ანდრონიკაშვილმა შეგვძინეს ქულები, თუმცა დაცვაში შეცდომებით მოწინააღმდეგემ ისარგებლა (მათ რიგებში შეუჩერებელი კოვილარი იყო) და პირველი ტაიმი 48:43 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ სწრაფი კოვილარის ლიდერობით უკრაინა დომინირებდა და გაიმარჯვა კიდეც.

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა სანაძემ ჩააგდო, 17-17 მაკფადენმა და შენგელიამ, 9 ანდრონიკაშვილმა, 7 შერმადინმა, 5 კორსანტიამ, 2 კი ბურჯანაძემ.

ორივე გუნდიდან საუკეთესო კოვილარი გახლდათ - 31 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს, ტენერიფეში ესპანეთთან ჩაატარებს.

"სპორტალი"