ავტორი:

ბოლო საშინაო მატჩი და მადლობა კობახიძეს, რასაც  გულშემატკივრის სტვენა და პროტესტი მოჰყვა - გიორგი შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს

ბოლო საშინაო მატჩი და მადლობა კობახიძეს, რასაც  გულშემატკივრის სტვენა და პროტესტი მოჰყვა - გიორგი შერმადინი სანაკრებო კარიერას ასრულებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირ მარცხით დაიწყო - საქართველომ უკრაინასთან მატჩი ანგარიშით 79:92 წააგო.

ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც თითქმის 20-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. ნაკრებში მისი ბოლო მატჩი კი 30 ნოემბერს, ესპანეთში შედგება.

"ძალია დიდი მადლობა, მინდა გადავუხადო, ჩვენს სახელმწიფოს, ბატონი პრემიერის მეთაურობით. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, რასაც სპორტისთვის აკეთებთ", - ასე მიმართა მატჩის ბოლოს, გამოსამშვიდობელ სიტყვაში გიორგი შერმადინმა ირაკლი კობახიძეს, რასაც გულშემატკივრების მხრიდან სტვენა და უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

შესარჩევი ტურნირის პირველი ფანჯრის მეორე მატჩში საქართველო ტენერიფეში ესპანეთს დაუპირისპირდება.

იხილეთ ასევე: