ავტორი:

100-მდე დაღუპული, 300- ზე მეტი დაკარგული - მეხანძრეები ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის კერებს ჯერ კიდევ ებრძვიან: ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან

100-მდე დაღუპული, 300- ზე მეტი დაკარგული - მეხანძრეები ჰონგ-კონგში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის კერებს ჯერ კიდევ ებრძვიან: ბოლო ცნობები ტრაგედიის ადგილიდან

ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კომპლექს Wang Fuk Court-ში მომხდარი მასშტაბური ხანძრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 94-მდე გაიზარდა, დაშავებულია 76 ადამიანი.

BBC-ის ინფორმაციით, ასობით ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ამ დროისთვის 300-მდე ადამიანს ეძებენ.

გაურკვეველია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს კომპლექსში, სადაც, უახლესი აღწერის მონაცემებით, დაახლოებით 4 600 მცხოვრები ცხოვრობს.

მეხანძრეების განცხადებით, იმედოვნებენ, რომ ბინების შემოწმებას დღეს დილით დაასრულებენ.

ჰონგ-კონგის პოლიცია ვარაუდობს, რომ საცხოვრებელი კორპუსებში გაჩენილი ხანძრის სწრაფი გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების დროს გამოყენებული სახიფათო ხარაჩოები და ქაფის მასალები ყოფილიყო.

  • ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ხანძართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები - 52-დან 68 წლამდე ასაკის მამაკაცები იმ სამშენებლო კომპანიაში მუშაობენ, რომელიც კომპლექსში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. ორი დაკავებული კომპანიის ხელმძღვანელია, ერთი კი საინჟინრო კონსულტანტი.

"გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოავლინა უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია ეს ტრაგედია და გამოიწვია ხანძრის უკონტროლო გავრცელება, რის შედეგადაც მასშტაბური კატასტროფა მოხდა“, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

  • ხანძრის დეტალები

ხანძარს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის რვა კორპუსიდან შვიდი მოიცვა, 700-ზე მეტი ადამიანი აქრობდა. მეხანძრეები აქამდე ცდილობენ ცეცხლის რამდენიმე კერის ლოკალიზებას.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ის მაშინ გაჩნდა, როდესაც საცხოვრებელ კომპლექსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. 900-ზე მეტმა ადამიანმა თავშესაფარი დროებით განთავსების ადგილებში იპოვა.

შეგახსენებთ, ჰონგ-კონგის ჩრდილოეთით მდებარე საცხოვრებელ კომპლექს Wang Fuk Court-ში, რომლეიც 8 40-სართულიან კორპუსს და 2000-მდე ბინას მოიცავს, ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა 7 კორპუსი.

იხილეთ ასევე: