UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა პოდკასტ Pound 4 Pound-ში თანაწამყვანებთან ერთად მის მომავალ ბრძოლაზეც ისაუბრა, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართება.
დვალიშვილი ლას-ვეგასში, UFC 323-ზე პიოტრ იანს შეხვდება. ისინი ერთმანეთს 2023 წელს უკვე შეხვდნენ, რა დროსაც ქართველმა მებრძოლმა რუსი მებრძოლი დაამარცხა, თუმცა ახლა იანს რევანშის აღება სურს.
როგორც მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, მას პიოტრ იანის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა.

“ის არ მომწონდა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის რუსების პოლიტიკის გამო. გვაბულინგებდა, უპატივცემულოდ გვექცეოდა... ის რუსია, მე ქართველი და რუსეთის პოლიტიკა არ მომწონს. კარგი და ცუდი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ რუსულ პოლიტიკას ვერ ვიტან და ყოველთვის, როცა რუსებს ვხვდებით, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ... ასეა ყველაფერი..." - განაცხადა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა.
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა 7 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელსაც 1 წელში 4-ჯერ ექნება ჩემპიონის ქამარი დაცული.