რას სთავაზობს “აგრო ფორსი“ ფერმერებს?

რას სთავაზობს “აგრო ფორსი“ ფერმერებს?

გადააფასე ხვალინდელი დღე. ეს არის „აგრო ფორსის“ მთავარი ხედვა, რომლითაც კომპანია ქართველ ფერმერებს ეხმარება გაუმკლავდნენ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენი მისიაა არა მხოლოდ ინოვაციური პროდუქტების, არამედ ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელება, რაც უზრუნველყოფს გარემოს ზიანის შემცირებას და მოსავლის ხარისხისა და მოცულობის ზრდას.

სოფლის მეურნეობის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო მე-19 საუკუნეში ფუნგიციდების აღმოჩენა, როდესაც ვაზის პლანტაციებს ჭრაქი ანადგურებდა. ფრანგმა ბოტანიკოსმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ სპილენძისა და კირის ნარევი ვაზს სოკოვანი დაავადებებისგან იცავდა. ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა „მწვანე რევოლუციას“ და მცენარეთა დაცვის თანამედროვე ქიმიურ საშუალებებს.

თუმცა, ქიმიური პრეპარატების ჭარბმა და არასწორმა გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გარემოს. მავნე ორგანიზმებს უვითარდებათ რეზისტენტობა, რაც აიძულებს ფერმერებს, კიდევ უფრო მეტი პესტიციდი გამოიყენონ. ამის შედეგად:

● ხდება ნიადაგის დამლაშება და ზიანდება მისი სტრუქტურა.

● ხდება ქიმიური ნივთიერებების აკუმულირება.

● ავადდებიან ცხოველები და ადამიანები.

ამას ემატება კლიმატური ცვლილებები. მერყევი ტემპერატურა და გვალვა მცენარეებში სტრესს იწვევს, რამაც კვლევების მიხედვით, შესაძლოა მოსავლის 70%-იანი დანაკარგი გამოიწვიოს.

რას სთავაზობს „აგრო ფორსი“ ფერმერებს?

„აგრო ფორსი“ ფერმერებს ამ გამოწვევების დასაძლევად სამ მიმართულებას სთავაზობს: აგროკონსულტაციას, აგროგანათლებას და ინოვაციურ პროდუქტებს.

● ინოვაციური აგროპროდუქტები: „აგრო ფორსის“ მთავარი მიზანია მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა გარემოზე მინიმალური ზიანით. ამიტომ კომპანია მაქსიმალურად ცდილობს დანერგოს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც აქვთ ნაკლები ქიმიური დანალექი, აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, აუმჯობესებენ მცენარის და ნაყოფის ხარისხს. ესეთი პრეპარატებია:

o სხვადასხვა სახის სტიმულატორები, რომლებიც მცენარეს ეხმარება სტრესის დაძლევაში და კვებისა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

o ინოვაციური პესტიციდები, როგორიც მაღალტექნოლოგიური, უწვრილეს ფრაქციებამდე დამუშავებული სპილენძის ოქსიქლორიდი, კუპროზინი; სპილენძის გლუკონატზე დაფუძნებული ბიოფუნგიციდი იდაი კობრე; კაპსულირებული სუსპენზიის შემცველი ინსექტიციდი მენდოზა და სხვა.

o სპეციალიზებული სასუქები, რომლებიც ნარჩენებს არ ტოვებენ და რომელსაც მცენარე 100%-ით აითვისებს, მაგალითად, „ბრექსილის“ ხაზის სასუქები ვალაგროსგან.

● აგროკონსულტაცია: „აგრო ფორსის“ გამოცდილ აგრონომთა გუნდი ფერმერების ნებისმიერ შეკითხვას პასუხობს. ისინი ითვალისწინებენ არა მხოლოდ ეფექტურ, არამედ გარემოსთვის უსაფრთხო გადაწყვეტილებებს. კომპანიის ვებგვერდზე ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი, „ფორსა“, საშუალებას გაძლევთ, მყისიერად მიიღოთ პასუხი თქვენს კითხვებზე.

● აგროგანათლება: კომპანია მუდმივად აქვეყნებს სტატიებსა და ვიდეოებს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს, სასარგებლო მეთოდებსა და რჩევებს, მიიღოთ ინფორმაცია საკვები ელემენტების, დაავადებებისა თუ მავნებლების შესახებ.

რატომ არის სტიმულატორები ასეთი მნიშვნელოვანი?

თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, სადაც მთავარი გამოწვევაა ერთდროულად მოსავლიანობის ზრდა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და გარემოზე ზიანის შემცირება, ბიოსტიმულატორები უკვე არა ფუფუნების საგანი, არამედ აუცილებელი ინსტრუმენტია. ისინი მცენარისთვის არ არიან პირდაპირი საკვები (სასუქი) ან დაავადების სამკურნალო საშუალება (პესტიციდი), არამედ წარმოადგენენ კატალიზატორებს, რომლებიც მცენარის შინაგან ფიზიოლოგიურ პროცესებს ააქტიურებენ და ეხმარებიან მას, მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი გენეტიკური პოტენციალი.

მათი მნიშვნელობა რამდენიმე საკვანძო ფაქტორით განისაზღვრება:

სტრესის მიმართ ამტანობა: კლიმატის ცვლილების პირობებში მცენარეები ხშირად განიცდიან აბიოტური სტრესის (გვალვა, მაღალი/დაბალი ტემპერატურა, ნიადაგის მარილიანობა, გადარგვის შოკი) ზემოქმედებას. ეს ფაქტორი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ სწორედ გარემო სტრეს-ფაქტორებია პასუხისმგებელი მოსავლიანობის გლობალური დანაკარგების 50%-დან 70%-მდე. ამ მიმართულებით ეფექტიანია ანტისტრესული პრეპარატები, რომლებიც მცენარეს სტრესის გადატანაში ეხმარება. მაგალითად, სტიმულატორებისა და სპეციალიზებული სასუქების N 1 მწარმოებელი კომპანიის, ვალაგროს ასორტიმენდიდან აგრო ფორსი გთავაზობთ მეგაფოლს, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სტიმულატორი, რომელიც შეიცავს ამინომჟავებს, ბეტაინებს, ვიტამინებს და ზრდის ფაქტორებს. იგი აძლიერებს შინაგან თავდაცვის მექანიზმებს. და გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით. გერმანიის ბაზრის უპირობო ლიდერისგან, ლებოსოლისგან გთავაზობთ ამინოსოლს, პროდუქტს ცხოველური ამინომჟავებისა და პეპტიდების უმაღლესი შემცველობით, ხოლო კომპო ექპერტისგან, უნიკალურ, მცენარეულ ამინომჟავებზე დაფუძნებულ ავანტ ნატურს, რომლებიც მცენარეს ეხმარება, მინიმალური დანაკარგებით განაგრძოს ზრდა-განვითარება.

საკვები ელემენტების ათვისებისა და ნიადაგის ჯანმრთელობის გაუმჯობესება: ბიოსტიმულატორები აუმჯობესებენ როგორც ნიადაგის სტრუქტურასა და ჯანმრთელობას, ისე მცენარის უნარს, ეფექტიანად შეითვისოს საკვები ნივთიერებები. პრეპარატები, როგორიცაა ბიოპროდუქტების წარმოების ლიდერი კომპანიის, როვენსა ნექსტის, ფერტირეგ ექსტრა და ვალაგროს ვივა. ისინი შეიცავენ ჰუმინურ და ფულვომჟავებს, ზრდიან სასუქების ეფექტიანობას და ხელს უწყობენ ნიადაგის ნაყოფიერების გრძელვადიან შენარჩუნებას. ამასთან, ესპანური ინოვაციური კომპანიისგან, კიმიტეკისგან იქსტენდერის ხაზის პროდუქტები ასტიმულირებენ ნიადაგში კონკრეტული კულტურებისთვის სასარგებლო, სპეციფიკური მიკროორგანიზმების განვითარებას, რაც აუმჯობესებს ნიადაგის ეკოსისტემას.

მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის ზრდა: სტიმულატორების სწორი გამოყენება პირდაპირ აისახება მოსავლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ისინი ხელს უწყობენ ნაყოფის უკეთეს გამონასკვას, ზომის ზრდას, ფერის გაუმჯობესებას, შაქრიანობის (Brix) მატებას და შენახვის ვადის გახანგრძლივებას.

ფესვთა სისტემის განვითარების სტიმულირება: ძლიერი ფესვთა სისტემა ჯანსაღი მცენარის საფუძველია. ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ვალაგროს რადიფარმი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ფესვთა სისტემის სწრაფი და ძლიერი განვითარების დასაჩქარებლად, განსაკუთრებით გადარგვის შემდგომ კრიტიკულ პერიოდში.

იმუნური სისტემის გაძლიერება (იმუნოსტიმულატორები): ზოგიერთი ბიოსტიმულატორი მცენარის ბუნებრივ იმუნიტეტზე მოქმედებს და ზრდის მის დაცვით მექანიზმებს. მაგალითად, როვენსა ნექსტის ბროტავერდი აძლიერებს მცენარის უჯრედის კედლებს ლიგნინის შრის გასქელების ხარჯზე და ასტიმულირებს მცენარეში ფიტოალექსინებისა და ფენოლური ნაერთების გამომუშავებას. ეს ნაერთები მცენარის ბუნებრივი დაცვაა პათოგენების წინააღმდეგ.

სპეციფიკური ფიზიოლოგიური პროცესების მართვა: არსებობს ბიოსტიმულატორების ვიწრო ჯგუფი, რომელიც მიმართულია მცენარის განვითარების კონკრეტული ფაზების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა ყვავილობა ან ნაყოფის დამსხვილება. მაგალითად, ყვავილობის სტიმულატორი ვალაგროსგან MC სეტი-ი, რომელიც გამდიდრებულია ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტით (Ascophyllum nodosum), ბორითა (B) და თუთიით (Zn), სპეციალურად შექმნილია ყვავილობის პროცესისა და ნაყოფის გამონასკვის სტიმულირებისთვის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი მოსავლის ფორმირებისთვის.

📞 +995 599 30 02 05 📧 agro@borun.ge 🌐 https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

R