40 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი რონალდუ WOWfc-ის პრომოუშენის თანამფლობელი გახდა, - ამის შესახებ ლიგის პრესსამსახური იტყობინება.
“მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ WOW-ს შეუერთდება, როგორც მთავარი პარტნიორი.
კრიშტიანუ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტული ხატი - ის გლობალური მისაბაძი მაგალითია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი ჩვენს ოჯახს უერთდება, რათა კიდევ უფრო დააჩქაროს MMA-ს გლობალური ზრდა,“ - აღნიშნულია WOW-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც გულშემატკივრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
“კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბიჭო!“ - მიმართავს ილია თოფურია ლეგენდარულ ფეხბურთელს.

კრიშტიანომ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"სიხარულით გაცნობებთ მნიშვნელოვან სიახლეს: WOWfc-ის აქციონერი გავხდი! ჩვენ ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რომლებისაც ღრმად მჯერა: პატივისცემას, შეუდრეკელობას და სრულყოფისაკენ მუდმივ სწრაფვას. WOWfc რაღაც უნიკალურს და მძლავრს ქმნის, ვამაყობ, რომ ამ პროექტს შევუერთდი. ის სპორტის განვითარებას ეხმარება დ მომავალ თაობას შთააგონებს“, - წერს რონალდუ.
იხილეთ ასევე: