ავტორი:

აბუ დაბის გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილმა  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ დაბის გრანდ სლემზე გიორგი სარდალაშვილმა  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს სახელით (-60 კგ) გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

  • სარდალაშვილმა მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელი აშპიცი დაამარცხა, შემდეგ კი სამწუხაროდ ნახევარფინალში მონღოლ არიუნბოლდ ენხტაივანთან იპონით დამარცხდა.

თუმცა მან ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა. გიორგიმ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს სძლია.