რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან.
მოქალაქეების განცხადებით, მათ სურთ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენონ უცვლელი მოთხოვნები, რომელსაც ამ ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე აჟღერებდნენ - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.
დემონსტრანტებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
პარლამენტის შენობასთან გაშლილია კარვები, სადაც რამდენიმე პირი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.