ავტორი:

მსვლელობა თსუ-დან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან - მოქალაქეები რუსთაველისკენ მიემართებიან

მსვლელობა თსუ-დან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან - მოქალაქეები რუსთაველისკენ მიემართებიან

პარლამენტის მიმართულებით მოქალაქეები მსვლელობით მიემართებიან როგორც თსუ-ს პირველი კორპუსიდან, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდანაც.

  • მათ საქართველოს, ამერიკის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე, სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები.

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები და წევრები. ასევე, აქტივისტები და მოქალაქეები.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ერთი წელი გავიდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.