მთავრობა სოციალური დახმარების პოლიტიკის შეცვლას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სოციალურ შემწეობას იმაზე მეტი პირი იღებს, ვიდრე რეალურად არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა.
სოციოლოგი პაატა აროშიძე "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა უნდა გადაიხედოს, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება და 1-2 წელიწადში ვერ მოგვარდება.
"სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად იმდენი ადამიანი არ არის სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული, რამდენიც იღებს შემწეობას. ამ ადამიანთა უმრავლესობას გააჩნია გარკვეული სახის შემოსავლები, მაგალითად, თვითდასაქმებით მიღებული და ა.შ.
ფაქტია, რომ ეს გადახედვას საჭიროებს. ეს დახმარებები შეიძლება გადანაწილდეს იმ ადამიანებზე, ვისაც უფრო მეტად სჭირდება დახმარება და ამით სამართლიანობის პრინციპი უფრო დაცული იქნება....წაიკითხეთ სრულად