ავტორი:

უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, კიევში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • მედიის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ხოლო კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.

მანამდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა ინფორმაცია გაავრცელეს რუსული „მიგ-31“-ის აფრენის შესახებ, რომელიც „კინჟალის“ ტიპის რაკეტებით არის აღჭურვილი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამასთან, ტკაჩენკოს ცნობით, ღამით რუსების იერიშების შედეგად კიევში საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.