ავტორი:

"დღეს "ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა" - პაპუაშვილი ელისაშვილის დაკავებაზე

"დღეს "ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა" - პაპუაშვილი ელისაშვილის დაკავებაზე

დღეს "ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა,- ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის შესახებ.

  • ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ მოისმინა ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები.

"გუშინ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან მოვისმინეთ მოძალადე ჯგუფების მხარდამჭერი განცხადებები. დღეს „ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: