ავტორი:

ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი პირველი იანვრიდან?

ვის რამდენით გაეზრდება ხელფასი პირველი იანვრიდან?

2026 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი 10%-ით იზრდება, - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს 28 ნოემბერს წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო, მათ შორის, მინისტრების, მათი მოადგილეების, პარლამენტის თავმჯდომარისა და მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ზოგადად, პარლამენტის წევრების ხელფასი.

  • ინფორმაციისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი - 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სარგო, ყველაზე დაბალი - 8 კოეფიციენტით კი, პარლამენტის წევრების ანაზღაურება.

აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტით გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება. ასე მაგალითად, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარი იქნება.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენი იქნება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2026 წელს (აღნიშნული თანამდებობრივი სარგო მითითებულია საშემოსავლოს ჩათვლით):

  • პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
  • პრემიერ მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;..განაგრძეთ კითხვა