2010-იანი წლების შუა პერიოდიდან ჯიმ კერი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში წითელ ხალიჩაზე რამდენჯერმე გამოჩნდა და მხოლოდ ერთი როლი ითამაშა. პირველად, ვარსკვლავთან დაახლოებული პირები მისი გაუჩინარების მიზეზებს ამხელენ.

"60 წლის ასაკში გააცნობიერა, რომ დრო ზედმეტად სწრაფად გადის. თანამედროვე სამყაროს გამოეთიშა. აღარ სურს მისი ნაწილი იყოს. ის თვითშემეცნების სულიერ მოგზაურობაშია, ცხოვრებასა და თავის მემკვიდრეობაზე ფიქრობს. გრძნობს, რომ ფილმებში კრეატიულობა და გამოხატვის თავისუფლება ახლა ძალიან შეზღუდულია... ინდუსტრიამ ის გამოფიტა, მან მისდამი სიყვარული დაკარგა.
დიდ ფულს არ ხარჯავს, უბრალოდ ცხოვრობს - სეირნობს, სვამს ყავას და ოკეანეს უყურებს, კითხულობს, წერს... ესეებსა და მოთხრობებზე მუშაობდა. ფიქრობს მათ ფსევდონიმით გამოქვეყნებაზე, რათა ხალხმა ისინი მხოლოდ მისი სახელის გამო არ იყიდოს."

მსახიობმა აგვისტოში ლოს-ანჯელესის მდიდრულ და ბრენტვუდის რაიონში მდებარე თავისი ვრცელი ქონება 17 მილიონ დოლარად გაყიდა. ჯიმმა სახლი 1994 წელს 3.8 მილიონ დოლარად შეიძინა და მისი გასაყიდად ფასის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწია. როგორც ამბობენ, კომიკოსი დიდ დროს ატარებს ჰავაის წყნარ, მშვიდ კუნძულ მაუიზე, სადაც მას სანაპიროზე სახლი აქვს.
"ზოგჯერ ის სხვა კუნძულზე გადასვლაზე საუბრობს - შესაძლოა ევროპაში სადმე , მაგალითად საბერძნეთში , ბალეარის კუნძულებზე ან ხმელთაშუა ზღვის რომელიმე ადგილას - უბრალოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო იზოლირებული იყოს “, -ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.

მსახიობის გარშემო ბოლო სკანდალი 2015 წელს ატყდა, როცა მისმა შეყვარებულმა თავი მოიკლა - 30 წლის კეტრიონ უაიტი წამლის გადაჭარბებული დოზით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა თავი მსახიობთან განშორების გამო მოიკლა. დაკრძალვის პროცესის დროს მსახიობს სხვა მამაკაცებთან ერთად მიჰქონდა სასახლე.