ავტორი:

"ჰარისთან დაშორება მისი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო" - როგორ ცხოვრობს დღეს პრინცის "პირველი სიყვარული"

"ჰარისთან დაშორება მისი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო" - როგორ ცხოვრობს დღეს პრინცის "პირველი სიყვარული"

პრინცი ჰარისა და ჩელსი დეივის ურთიერთობა 2003 წლიდან 2010 წლამდე გრძელდებოდა. 2011 წელს წყვილი ერთად გამოჩნდა პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში.

უფრო მეტიც, 2018 წელს ჩელსი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილსაც ესწრებოდა. წიგნში "ძმების ბრძოლა" მწერალმა რობერტ ლისიმ განმარტა, რომ ჩელსი დევიმ პრინც ჰარისთან ურთიერთობა ტაბლოიდების გამო დაასრულა:

"მეგობრის თქმით, მან ჰარის უთხრა, რომ ის ვერასდროს შეძლებდა ისეთი მსხვერპლის გაღებას, რაც ქეითმა გააკეთა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პრესის მუდმივ ყურადღებას”, – ვკითხულობთ წიგნში.

2023 წელს, უზენაესი სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციის ფარგლებში, პრინცმა მათ დაშორებაში პრესის ჩარევა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისმა პირველმა სიყვარულმა სამეფო ოჯახისგან თავის შორს დაჭერა არჩია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი დაშორება ახალგაზრდა ჩელსის ცხოვრებას სამუდამოდ დააზიანებდა. თუმცა ასე არ მოხდა:

მართლაც, მეგობრები აცხადებენ, რომ ჩელსი ჰარისთან დაშორების შემდეგ წარმატებით ვითარდებოდა, ერთ-ერთმა მათგანმა Daily Mail-ს განუცხადა: „ის არასდროს ყოფილა ასეთი ბედნიერი. ჰარისთან დაშორება მისი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო."

მისი საიუველირო ბრენდი, Aya Jewels, რომელიც მან 2016 წელს, იურისტის კარიერის დასრულების შემდეგ დააარსა, წარმატებულია. გასულ წელს Companies House-ში წარდგენილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ Aya-ს საბანკო ანგარიშზე 175 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხა ჰქონდა, რაც წლიდან წლამდე იზრდება.

ბოლო წლებში სტუმრობდა თურქეთს, საბერძნეთს, საფრანგეთს, იტალიას, ჩეხეთსა და ამერიკას. თუმცა, მის გულს მავრიკი იპყრობს - იმდენად, რომ ახალგაზრდა ოჯახის სრულად იქ გადაყვანას გეგმავს.

მეგობრების წრეში ველურ ქალად არის ცნობილი და თავისუფალი სულისკვეთებისა და სპონტანურობის რეპუტაციით სარგებლობს. სამეფო ბიოგრაფისა და ჟურნალ "Majesty“-ის მთავარი რედაქტორის, ინგრიდ სიუარდის თქმით, ეს იყო ის თვისება, რამაც ჰარი მიიზიდა.

"ის მისი ცხოვრების სიყვარული იყო; ეს პირველი სიყვარული არასდროს დაგავიწყდება“, - დასძენს ინგრიდი. "მათი ურთიერთობა ძალიან ვნებიანი და რომანტიკული იყო, კულისებში ბევრი დრამით“.

წყარო