საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ MMA-ის სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
ბრძოლა მერაბის აქტიური დარტყმებით დაიწყო. კონტნი თავიდანვე ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო - მეორე რაუნდში მერაბ შარიქაძემ მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
"მადლობა ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარს, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო, დედაჩემს გაუმარჯოს! ეს გამარჯვება მას ეძღვნება", - თქვა მერაბ შარიქაძემ ბრძოლის შემდეგ.
ბრძოლას თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.