სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, ღირსეულად როგორ დავასრულოთ ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
დიპლომატია აქტიურად რჩება.
ამერიკული მხარე კონსტრუქციულობას იჩენს და სრულიად რეალურია უახლოეს დღეებში ნაბიჯების ბოლომდე შემუშავება, რათა განვსაზღვროთ, ღირსეულად როგორ დავასრულოთ ომი.
უკრაინულ დელეგაციას საჭირო დირექტივები გააჩნია და მათგან მკაფიო უკრაინულ პრიორიტეტებთან შესაბამის მუშაობას მოველი,” - განაცხადა ზელენსკიმ.