ავტორი:

"ვცდილობ, რომ ვაშლიჯვრის ახალი გზითაც არ ვიარო... ახალი გზა რომ ავაშენეთ, მოვჭერით მეწყრის ძირი და მეწყერმა დაიწყო მოძრაობა" - რას ამბობს გეოლოგი?

"ვცდილობ, რომ ვაშლიჯვრის ახალი გზითაც არ ვიარო... ახალი გზა რომ ავაშენეთ, მოვჭერით მეწყრის ძირი და მეწყერმა დაიწყო მოძრაობა" - რას ამბობს გეოლოგი?

"საქართველოში 7 500-ზე მეტი გეოდინამიკურად სახიფათო ადგილია“, - ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, გეოლოგმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ "რადიო პალიტრას“ გადაცემაში "თქვენი დრო“ განაცხადა და აღნიშნა, რომ საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მუდმივი მონიტორინგი.

  • ამასთანავე, მანვე ისაუბრა თბილისში არსებულ გეოლოგიურად სახიფათო წერტილებზე და დასძინა, რომ პრობლემურია ვაშლიჯვრის ფერდი, ნინო ჟვანიას ქუჩა და მთაწმინდის გარკვეული ტერიტორიები.

"ვაშლიჯვარში მე ბინას არ ვიყიდდი. სხვათა შორის, ვცდილობ, რომ იქ არსებული ახალი გზითაც არ ვიარო. ვაშლიჯვრის დაღმართზე, რომელიც სამხედრო გზისკენ მიდის, ადრე იყო მეწყერი, კომუნისტებმა გზა ააშენეს იქ, სადაც მეწყერი მთავრდება, ჩვენ კი ახალი გზა რომ ავაშენეთ, მოვჭერით მეწყრის ძირი და მეწყერმა დაიწყო მოძრაობა. ამის შეჩერება, ისე, როგორც გერმანელებმა სცადეს, შეუძლებელია. პრევენციულად სულ მოუწევთ ამ ფერდზე მონიტორინგი, მაგრამ, როდის გადააჭარბებს გეოდინამიკური ენერგია მის დამცავ ძალას, კაცმა არ იცის. არავითარი გათვლები გაკეთებული არ არის... წაიკითხეთ ვრცლად