აზერბაიჯანის პოლიციამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქარიმლის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჩხრეკა ასევე ჩატარდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლში. ჩხრეკის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ალი ქარიმლი და მამედ იბრაჰიმი რამიზ მეჰდიევის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები ოპოზიციონერი ლიდერის ალი ქარიმლის დაკავების შესახებაც.
ასევე, ქერიმლის მოადგილემ, სეიმურ ჰაზიმ Reuters-ს განუცხადა, რომ "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ორი წევრი, ფაიკ ამირლი და მამედ იბრაჰიმი, დააკავეს.
წყარომ, რომელიც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელია, Reuters-ს განუცხადა, რომ ქარიმლის, რომელიც 2000 წლიდან ხელმძღვანელობს "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიას“ (APFP), დაკავების გადაწყვეტილება დაკავშირებულია ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის დიდი ხნის მოკავშირის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან.
ჰეიდარ ალიევის ვაჟმა, ილჰამ ალიევმა, მეჰდიევი 2019 წელს გაათავისუფლა.
გასულ თვეში ბაქოს სასამართლომ 87 წლის მეჰდიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს დანაშაულებში, მათ შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.