ავტორი:

Ambebi.ge-ის ინფორმაციით, "კრისტალ ჯგუფის" მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Ambebi.ge-ის ინფორმაციით, "კრისტალ ჯგუფის" მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ "კრისტალ ჯგუფის" მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი გაათავისუფლეს. ბიზნესმენს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ინფორმაცია მის ადვოკატთან გადავამოწმეთ. თამარ მერლანმა ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა - საპატიმრო არასაპატიმროთი და დაეკისრა გირაო. გირაოს რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

  • ცნობისთვის, "კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს პროკურატურა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ვლადიმერ სტეფანიანი არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა.

"აღნიშნული გზით, შპს "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფმა“ - 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული თანხებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი შპს "ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.

დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.