1-2 დეკემბერს თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტს ეწვევა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძე შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან.
კახა კალაძესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.