ინდონეზიაში, მალაიზიასა და ტაილანდში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობებისა და მეწყრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნულ ქვეყნებში სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები კვლავ ცდილობდნენ წყალდიდობით დაზარალებულ ტერიტორიებზე შესვლას. წყალდიდობის დონე შემცირდა და სამივე ქვეყანაში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტიქიის შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა - თითქმის 3 მილიონი სამხრეთ ტაილანდში და 1.1 მილიონი დასავლეთ ინდონეზიაში.

ამასთან, ბენგალის ყურის გასწვრივ, შრი-ლანკაში ციკლონს კიდევ 153 ადამიანი ემსხვერპლა, ხელისუფლების ცნობით, 191 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

