ავტორი:

ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!

ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!

აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში მოლდოველი მიჰაილ ლატისევი დაამარცხა.

ბექაურმა პირველ ეტაპზე ნიდერლანდელი ვან დეიკი დაამარცხა, მერვედფინალში კი რუსი ეგორ ანდონი დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ანდონს ლაშამ საქართველოს გერბი უჩვენა, ბექაურმა მეოთხედფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში კორეელ ჯონგჰუნ კიმს სძლია.

ფინალურ ბლოკში კიდევ ერთ ქართველ ძიუდოისტს, ირაკლი დემეტრაშვილსაც (+100 კგ) ვიხილავთ, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზათხანოვს შეხვდება.