ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის ინფორმაციით, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ტერორიზმს ედავებიან. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ბრალის წარდგენის შემდეგ გააკეთა.
„მოგვეცა საშუალება, რომ გავცნობოდეთ ბრალის დადგენილებას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ალექსანდრე ელისაშვილს ედავებიან ტერორიზმს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 19 323 პირველი ნაწილი, რაც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას",- განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი "არ აღიარებს ბრალს, აღიარებს ქმედებას", ადვოკატის შეფასებით, ბრალი აბსურდულია.
"თქმა უნდა, ალექსანდრე ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს, აღიარებს ქმედებას, არა თუ დანაშაულს. სისხლის სამართლის დანაშაული მას არ აქვს ჩადენილი. ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა. რაც შეეხება ტერორიზმს, არის აბსურდული", - აცხადებს ადვოკატი.