ავტორი:

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში - 3 დაჭრილიდან, ერთ-ერთი გარდაიცვალა: რა დეტალები ხდება ცნობილი

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში - 3 დაჭრილიდან, ერთ-ერთი გარდაიცვალა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილია სამი პირი. არსებული ცნობით, ამ დრომდე დაუდგენელი პირი ერთ-ერთ ეზოში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც "ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ეზოში მოტოციკლით პირი შევიდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და 3 ადამიანი დაჭრა. მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა.

  • შსს-ის ინფორმაციით, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

“გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი - შ.ყ. გარდაიცვალა.

დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო: “ინფო იმერეთი“

იხილეთ ასევე: