ცნობილი ექიმი-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატებასთან დაკავშირებით “ფეისბუქზე“ წერს და რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა.
“საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიხედვით, თბილისის ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია მყარი ნაწილაკებით (PM2.5 და PM10).
გთხოვთ დაიცავით შემდეგი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ასთმის და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებმა:
ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
“ატმოსფერულ ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა ქვეყანაში უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ. სიტუაცია გაუმჯობესდება შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების განვითარებისთანავე“,- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა არაბიძე.
მისივე თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტო 18 ავტომატური სადგურის საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს.
იხილეთ ასევე: