ავტორი:

სინგაპურში ნარკოდანაშაულში ბრალდებული 3 მამაკაცი ჩამოახრჩვეს

სინგაპურში ნარკოდანაშაულში ბრალდებული 3 მამაკაცი ჩამოახრჩვეს

გასულ კვირას, სინგაპურში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული 3 ადამიანი ჩამოახრჩვეს. მხოლოდ წელს სიკვდილით დასჯილი პირების საერთო რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ.

სინგაპურს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ანტინარკოტიკული კანონი აქვს. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის მსურველი შვიდი აქტივისტი ამტკიცებს, რომ სინგაპურის სავალდებულო სიკვდილით დასჯა არღვევს სიცოცხლისა და კანონის წინაშე თანაბარი დაცვის კონსტიტუციურ უფლებას.

  • აღსანიშნავია, რომ 15 გრამზე მეტი დიამორფინის, 30 გრამ კოკაინის, 250 გრამ მეტამფეტამინის და 500 გრამ კანაფის გაყიდვისთვის, გადატანისთვის, ტრანსპორტირებისთვის ან მოხმარებისთვის მსჯავრდადებულ ნებისმიერ პირს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

სინგაპურის მთავრობა ამტკიცებს, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმებამ შესაძლოა უფრო მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

"როგორც პოლიტიკოსები, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია ადამიანის დასაცავად... ვერ ვიქნებით მშვიდად თუ გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც სინგაპურში კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს“, - განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა კ. შანმუგამმა.

გასულ ოთხშაბათს და ხუთშაბათს სიკვდილით დასჯილ პირებს შორის იყო მძღოლი სამინათან სელვარაჯუ, რომელიც დამნაშავედ 2013 წლის 21 ნოემბერს ცნეს - მას მალაიზიიდან სინგაპურში 301.6 გრამი ჰეროინი გადაჰქონდა.

სინგაპურში სიკვდილით სჯიან ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა და ადამიანის გატაცება.

წყარო