მსხვერპლით დასრულდა მორიგი მძიმე ავარია - ცნობილია სამტრედია -აბაშის გზაზე დაღუპული ბაიკერების ვინაობა

მსხვერპლით დასრულდა მორიგი მძიმე ავარია - ცნობილია სამტრედია -აბაშის გზაზე დაღუპული ბაიკერების ვინაობა

30 ნოემბერს, ტრაგედია დატრიალდა სამტრედია-აბაშის გზაზე, სადაც ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ. ადგილზე დაიღუპა 25 წლის ბაიკერი საბა ტუღუში. საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეორე ახალგაზრდა შაკო ბიჭაშვილი, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქუთაისელია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან.

“აგერ ვცხოვრობ მე. დღეს მოტოციკლეტით ყოფილა ჯგუფი და დაეჯახნენ ერთმანეთს, არიან გარდაცვლილები“, - ისმის ვიდეოში ხმა.