ავტორი:

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მარსის ატმოსფეროში ელექტრონული აქტივობა დააფიქსირეს - “ეს მოვლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან აღმოჩენას...“

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მარსის ატმოსფეროში ელექტრონული აქტივობა დააფიქსირეს - “ეს მოვლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან აღმოჩენას...“

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მარსის ატმოსფეროში ელექტრონული აქტივობა დააფიქსირეს. როვერი Perseverance, რომელიც მარსზე 2021 წელს დაეშვა, ბიოლოგიური ნიშნების საძიებლად გაიგზავნა. NASA-მ ბოლო ოთხი წელი ჯეზეროს კრატერის რეგიონის შესწავლას მიუძღვნა.

მეცნიერების თქმით, დასკვნების დასადასტურებლად მარსზე ატმოსფერული განმუხტვის გასაზომი ახალი ინსტრუმენტები და უფრო მგრძნობიარე კამერები გაიგზავნება.

ელექტრული განმუხტვები, როგორც წესი, “მტვრის ეშმაკებსა“ და მტვრის ქარიშხლის ფრონტებთან ასოცირდებოდა. “მტვრის ეშმაკი“ პატარა მორევია, რომელიც მიწიდან ამომავალი ცხელი ჰაერისგან წარმოიქმნება. მათმა შინაგანმა მოძრაობამ შეიძლება ელექტრული განმუხტვები გამოიწვიოს.

კვლევის წამყვანმა ავტორმა, დოქტორ ბაპტისტ ჩიდმა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ განუცხადა: „ეს მოვლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს მარსის ატმოსფეროს ქიმიაზე, კლიმატზე, საცხოვრებლად ვარგისიანობასა და რობოტული და ადამიანური კვლევის მომავალზე“.

ელვა დაფიქსირებულია იუპიტერსა და სატურნზეც, სავარაუდოდ კი ნეპტუნსა და ურანზეც; ყველა ეს პლანეტა დედამიწისგან ძლიერ განსხვავდება. თუკი მარსზე ელექტრული განმუხტვა ხდება, ეს ძირითადად ზედაპირთან ახლოს უნდა იყოს, სადაც ატმოსფერული წნევა ყველაზე მაღალია.

დღეს მარსი ცივი და მშრალი უდაბნოა. თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ მილიარდობით წლის წინ მას სქელი ატმოსფერო და წყალი ჰქონდა, რაც მას სიცოცხლის საძიებლად პერსპექტიულ ადგილად აქცევს.

წყარო