ავტორი:

"ეჭვიანობა“ ზანგეზურის გამო თუ... - რას უკავშირებს აზერბაიჯანული მედია საქართველოს საბაჟოებზე გადამზიდავების შეყოვნებას

"ეჭვიანობა“ ზანგეზურის გამო თუ... - რას უკავშირებს აზერბაიჯანული მედია საქართველოს საბაჟოებზე გადამზიდავების შეყოვნებას

აზერბაიჯანული სატვირთო ავტომობილები ბათუმისა და თბილისის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე 20 დღეზე მეტია გაჩერებული არიან. ერთ-ერთმა მძღოლმა სააგენტო Report-ს განუცხადა, რომ პრობლემა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის გადამზიდავებს ეხება.

  • საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ, ასევე, დაადასტურა, რომ წერილობითი მიმართვა მიიღეს და ამ საკითხზე მუშაობენ.

თავის მხრივ, საქართველოს შემოსავლების სამსახურში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ საბაჟოები შეუფერხებლად მუშაობენ და ყველა სატრანსპორტო საშუალება, „მათ შორის, აზერბაიჯანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილები საერთო სტანდარტულ პროცედურებს გადიან,“ ხოლო ამ პროცედურის დასრულების შემდეგ ავტომობილებს საზღვარზე ატარებენ. უწყების ცნობით, მძღოლების მიერ შეტყობინებული სირთულეები შესაძლოა, დოკუმენტაციასთან ან სხვა საბაჟო პროცედურასთან იყოს დაკავშირებული.

ამის მიუხედავად, Caliber.Az-ის კორესპონდენტი, სამირ ველიევი წერს, რომ ქართული მხარე მხოლოდ აზერბაიჯანულ მანქანებს აკავებს და საჭირო დოკუმენტაციას ხელოვნურად უგვიანებს, ხოლო ქართული ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან... წაიკითხეთ ვრცლად