ავტორი:

სავალდებულო ზამთრის საბურავები და... - ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა

სავალდებულო ზამთრის საბურავები და... - ცვლილებები, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება. გარდა ამისა, დღეიდან შეზღუდვები შედის საქართველოს მოქალაქეების მიმართ პოლონეთში.

უფრო კონკრეტულად:

ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო ხდება.

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება. ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, საპატრულო პოლიციის მიერ შესაძლოა, დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნაც.

მთავრობას დამტკიცებული და გამოქვეყნებული აქვს დადგენილება, რომლითაც განსაზღვრულია იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით. გთავაზობთ ჩამონათვალს:

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები:

თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი რიკოთის გვირაბი-წევა;მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) - მონაკვეთი მლეთა-კობი;ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) - მონაკვეთი დმანისის გადასახვევი- გუგუთი... განაგრძეთ კითხვა