ავტორი:

"მას ლომების დამორჩილება სურდა" - ბიჭი ლომის ვოლიერში გადაძვრა, მტაცებელი კი მას თავს დაესხა: ტრაგედია ბრაზილიის ზოოპარკში (ფოტოები)

"მას ლომების დამორჩილება სურდა" -  ბიჭი ლომის ვოლიერში გადაძვრა, მტაცებელი კი მას თავს დაესხა: ტრაგედია ბრაზილიის ზოოპარკში (ფოტოები)

ბრაზილიაში, ჟოაო პესოას ზოოპარკში ტრაგედია მოხდა. 19 წლის გერსონ მაშადო 6-მეტრიან კედელზე აცოცდა და ლომების ვოლიერში შეძვრა.

მტაცებელმა ის ხიდან ჩამოათრია და დაგლიჯა. ამ ამბის ამსახველი შემზარავი კადრები კი მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

როგორ მოგვიანებით გახდა ცნობილი, მაშიდოს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და აკვიატებული ჰქონდა ლომთან ახლოს ყოფნა.

წარსულში "ლომებთან დასაახლოებლად“ აფრიკაში წასვლაც სცადა და ამ მიზნით თვითმფრინავში დაიმალა, თუმცა ის ბორტგამცილებლებმა იპოვეს და ჩანაფიქრი ვერ აისრულა.

"მას აფრიკაში წასვლა და ლომების დამორჩილება სურდა. მეტისმეტად გვიან გაიგო, რომ ლომი შინაური კატა არ არის დავერ მოათვინიერებ. სამწუხაროდ, არ ჰყოფნიდა სიბრძნე ამის გასაგებად", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა უფლებადამცველმა

.

“ლომმა ზუსტად ის გააკეთა, რასაც ბუნებით აკეთებს — ინსტინქტი, თავდაცვა, ველური ცხოველის ბუნებრივი ქცევა. ტრაგედია კი უმეტესად მაშინ იწყება, როდესაც ადამიანები ელემენტარულ უსაფრთხოების ზომებს უგულებელყოფენ, რითაც საფრთხეში აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს და საშიშროებას უქმნიან ცხოველის სიცოცხლესაც", - დაწერა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა და გარემოს დაცვის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, მათეუს ლაიოლამ.

წყარო