ავტორი:

"მას გულისცემის მსგავსი პულსაცია აქვს" - შესაძლოა 3I/Atlas-ი უცხოპლანეტური ტექნოლოგია იყოს? რას ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი?

"მას გულისცემის მსგავსი პულსაცია აქვს" - შესაძლოა 3I/Atlas-ი უცხოპლანეტური ტექნოლოგია იყოს? რას ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი?

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერი, ასტროფიზიკოსი ავი ლოები მიიჩნევს, რომ ჩვენს გალაქტიკაში შემოჭრილ მოციმციმე სხეულს, ATLAS-ს აქვს "გულისცემის მსგავსი პულსაცია, რომელიც შეიძლება მისი ხელოვნური წარმოშობის მტკიცებულება იყოს, პოტენციურად კი კოსმოსური ხომალდის შიდა ფუნქციონირებაზეც კი მიუთითებდეს".

ამის შესახებ ასტროფიზიკოსი ნიუ იორკ პოსტს ესაუბრა.

ლოების თქმით, უცნობი სხეული, რომელიც ჩვენს გალაქტიკაში შემოიჭრა, რეგულარულად ციმციმებს და ეს ციმციმი ყოველ 16 საათში ერთხელ მეორდება. პროფესორი ამბობს, რომ ამ მახასიათებლის გამო შეგვიძლია "ვარსკვლავთშორისი შუქურაც" ვიწოდოთ.

მკვლევარი ვარაუდობს, რომ ჩვენი გალაქტიკის სტუმარს შესაძლოა, ჰქონდეს ხელოვნური ძრავების ნაკრები.

  • 3I/Atlas-ის შესახებ მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ. აქამდე არსებული ცნობების მიხედვით მკვლევრები ამბობდნენ, რომ ის ვარსკვლავთშორისი ობიექტია, კომეტაა, რომელიც მზის სისტემის გარედან შემოვიდა ჩვენს გალაქტიკაში.

მეცნიერების მტკიცებით, მისი ტრაექტორია და მაღალი სიჩქარე მიუთითებს, რომ იგი სხვა რეგიონიდან მოდის, ჩვენს გალაქტიკაში ცოტა ხანს იმოძრავებს, მომავალი წლის დასაწყისში კი საბოლოოდ გავა ჩვენი მიდამოებიდან.

NASA და უმრავლესობა ასტრონომებისა ამბობენ, რომ ობიექტზე დაკვირვების შემდეგ, შეუძლიათ დანამდვილებით თქვან, რომ მასთან დაკავშირებული ყველა ფენომენი სრულად ბუნებრივი წარმოშობისაა.

3I/Atlas 2025 წლის ივლისში დაფიქსირდა ჩილეში მდებარე Atlas-ის ტელესკოპით.