30 ნოემბერს, ტრაგედია დატრიალდა სამტრედია-აბაშის გზაზე, სადაც ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ გაუწყინარის მონაკვეთზე მოხდა.
ახალგაზრდები მოტოციკლებით გადაადგილდებოდნენ. ადგილზე დაიღუპა 25 წლის ბაიკერი საბა ტუღუში. საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეორე ახალგაზრდა შაკო ბიჭაშვილი, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც ირკვევა, საბა ტუღუში ახალი დაქორწინებული იყო. მისი მეუღლე, მაგდა ზვიადაძე ქორწილის კადრებს აქვეყნებს და წერს:
"ამისთვის გადაგვიღეს ამდენი ფოტო ასე რომ დამედოო?! ღმერთო, დამიბრუნე" - წერს მაგდა ზვიადაძე.

Ambebi.ge თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს.