"სამშვიდობო გეგმის“ განხილვისას ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პირდაპირ რომ ვთქვა, ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთულია. აღდგენის დაფინანსების საკითხი - ეს ევროპელი პარტნიორების გარეშე რთულია, რადგან ფული ევროპაშია. უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია - კერძოდ, აშშ-ის და ევროპის მხრიდან. ვიტყოდი, რომ ეს სამი მთავარი საკითხებია, ამიტომ ეს სიფრთხილეს მოითხოვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, მისი თქმით, "სამშვიდობო გეგმა“ ახლა "უკეთ გამოიყურება“.
"ჩვენი დელეგაციისგან სრულ ანგარიშს მოვისმენ. ისინი ირლანდიაში გამოფრინდებიან. მომახსენებენ, თუ სად ვართ მოლაპარაკებებში. ასევე, როგორც მე გავიგე, აშშ რუსული მხარისგან შესაბამის პასუხს მიიღებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.