ავტორი:

34 წლის ქართველი, რომელსაც აშშ-ში, ბოლო დღეების განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ცნობილი?

34 წლის ქართველი, რომელსაც აშშ-ში, ბოლო დღეების განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - რა ხდება ცნობილი?

ამერიკის შეერთებულ შტატებში 34 წლის ქართველი მამაკაცის, ვალერი ბაიაშვილის ძებნა ტრაგიკულად დასრულდა. შვიდდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ვალერი 26 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი, მეგობრები და ადგილობრივი პოლიცია აქტიურად ეძებდნენ ნიუ-იორკის შტატის ტერიტორიაზე, მონროს, ნიუბერგისა და პატერსონის არეალებში.

ოჯახი ამჟამად გარდაცვლილის გადმოსვენების პროცედურებს აგვარებს. როგორც ცნობილია, გადმოსვენების საკითხები 3 დღეში გაირკვევა, რის შემდეგაც ოჯახი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს.